https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დაპატიმრებული” ჭა, “შინმოუსვლელი” გაზი, ინტერნეტის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები

10:11; 12.11.2020
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის თემში სულ სამი სოფელია გაერთიანებული: მერია, ნაღობილევი და ხვარბეთი. ამ სამ სოფელში 1500-მდე კომლია.

მალე ამ სოფლებში ციტრუსოვანთა კრეფის სეზონი დაიწყება და ადგილობრივები აქედანვე საუბრობენ სავარაუდო სიძნელეებზე, რაც, შესაძლოა, რეალიზაციის პროცესში გაჩნდეს. ყველაზე მეტად კი, როგორც თავად ამბობენ, ეს პანდემიის გამო იქნება, რადგან რიგი შეზღუდვების გამო, მოსალოდნელია, მოსავალი რეალიზაციის გარეშე დარჩეთ.

თუმცა, ყველაზე ძალიან, მრავალ დასახელებულ პრობლემას შორის, რაც აქაურებს აწუხებთ, უწყლობაა. დიდი ხანია, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყალი არ აქვთ და ერთი ჭის წყლით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს, ზაფხულში კი მდგომარეობა უფრო გაუარესებულია.

_ რამდენიმე ოჯახშია მოქმედი ჭა. ვისაც ჰქონდა, ყველგან დაშრა, რაც ნაირ-ნაირი კარიერები აღმოცენდა მდინარე ნატანებზე. ასეთი მწყურვალი სოფელი სად იქნება?! 700 კომლზე მეტია სოფელში. ჭა ვისთანაც არ არის დამშრალი, იქ სამი-ოთხი ოჯახი მაინც მიდის წყლისთვის. ზოგი ძაღლის დაბმას ვერ აუდის, იმდენი წყლის მთხოვნელი ჩადის ეზოში. სოფლის ცენტრში გვაქვს ერთი “დაპატიმრებული” ჭა და ამ ერთ ჭაზე, სამი “მატორი” და 6 ოჯახია “ჩამოკიდებული”. ვინმე ან რაიმე რომ არ ჩავარდეს, კბილებიანი მავთული შემოვავლეთ. სამი “მატორია” ჩაკიდული და სამჯერ სამ ოჯახს სათლით ამოაქვს წყალი ,_ გვეუბნებიან მერიელები და გვაჩვენებენ აღნიშნულ ჭაში ჩაკიდულ წყლის რამდენიმე ტუმბოს და ასევე სათლს, რომლითაც, მათივე თქმით, “ლამის წყლის დატაცება ხდება”.

ამ ჭით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს

_ ჩემი ჭით ოთხი ოჯახი სარგებლობს. მეზობლებს წყალზე უარს ხომ ვერ ვეტყვი?! ზაფხულში ფსკერზე ძლივს ჩანს წყალი, მაგრამ სანამდეც გვეყოფა და რამდენსაც გვეყოფა, ასე ვიყოფთ. ხომ შეიძლება, საშველი დაგვადგეს?! მეზობელ სოფლებში გააკეთეს ჭაბურღილები. ჩვენთან გაზიც არაა ამხელა სოფელში. როგორც იქნა, მილები ჩაყარეს, მაგრამ სახლებში ჯერ არსადაა შეყვანილი. ახალი წლისთვის გვპირდებიან და აგერ, მოსულია ეგეც ეს ახალი წელი, _ გვითხრა სოფლის მკვიდრმა ანა მარგალიტაძემ.

მერიის მკვიდრი ნატო დოლიძე ამბობს, რომ თავად საკუთარ ეზოში გააკეთა ჭაბურღილი, საიდანაც მეზობლებსაც აწვდის წყალს, თუმცა, სოფელს ჰაერივით სჭირდება წყალი:

_ მერიაში რომ წყალზე გასაჭირია, არ მგონია, სადმე, გურიის სოფელში მსგავსი მდგომარეობა იყოს. ოღონდაც გააკეთონ, რაიმე იღონონ, ხალხიც დავდებთ ფულს, რასაც შევძლებთ. უმეტესობის ეზოებში ჭა დამშრალია. აქა-იქ შემორჩა და ლუკმასავით უყოფენ ერთმანეთს. ზაფხულში განსაკუთრებით, აქ დასალევი თუ საჭმლის გასაკეთებელი წყალი, წვეთ-წვეთად საძებარია, _ გვეუბნება ნატო დოლიძე.

_ სოფლის ცენტრში ვცხოვრობ. შეხედავ, საუცხოო გზა, დიდი სოფელია. ურეკისკენ მიმავალ ტრასაზე, ასეთ დასახლებაში, ვინმე იფიქრებს, აქ უწყლოდ იხრჩობიანო? გაზიც რომ არ გვაღირსეს?! არის ოზურგეთში ასე დიდი სოფელი დარჩენილი გაზის გარეშე? ამ გაზს, ჯანდაბას, ვყიდულობთ. წყალიც როგორ ვიყიდოთ? ვეზიდები მეზობლებისგან და სულ სხვის ეზოში ჩასვლაც შეგრცხვება ადამიანს, რაც უნდა კეთილგანწყობილები ვიყოთ ერთმანეთთან, _ შემოგვჩივლა მერიის მკვიდრმა მზია ჯაშმა.

ვახტანგ მარგალიტაძე, მერიის მკვიდრი:

“სოფელი მერია უწყლოდაა. ეს არის ძალზე დიდი პრობლემა ამ სოფლისთვის, თორემ პრობლემა სხვაც ბევრია. კომუნისტების დროს, გოგორეთის უბანში, რომელიც ზეგანზე მდებარეობს, მოთავსებული იყო გამანაწილებელი აუზი. მდინარე ნატანებიდან წყალსაქაჩი ტუმბოებით ხდებოდა ამ უზარმაზარი აუზის ავსება და ხალხს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდა წყალი. ამას ახლა ასე ვინ გააკეთებს?! სახელმწიფოს თანადგომა უნდა და დიდი ფინანსური შესაძლებლობა. ადვილად არ მოხერხდება. ნაწილ-ნაწილ მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ხალხმა სული მოითქვას”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განმარტებით, გოგორეთის უბანში დასრულების პირასაა ჭაბურღილის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

_ ჭაბურღილი უკვე გაკეთებულია. ახლა ხდება ამორეცხვის სამუშაოები. იგი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, _ გვითხრა მან.

_ კარგია, 50 თუ ასი ოჯახის სამყოფად გაკეთდება წყალი, თუმცა, წყალი ყველას გვინდა, _ ამბობს ვახტანგ მარგალიტაძე.

თავის მხრივ, თემურ გიორგაძეც ამბობს, რომ უწყლობის პრობლემა ყველგან უცბად ვერ გადაწყდება:

_ თანდათან ყველგან ექნებათ წყალი, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეჩერდება. ჩვენ ვიცით ამ პრობლემების შესახებ. სხვაგანაც კეთდება, თან ბევრგან. მარტო ეს რომ იყოს პრობლემა, ადვილად მოგვარდებოდა, _ გვარწმუნებს ის.

_ წყალი არის ყველაზე დიდი პრობლემა, თუმცა, ეს “შინმოუსვლელი” გაზიც რომ უსაშველო გახდა? რამდენი წელია, ოზურგეთის სოფლებში გაზი შეყვანილია. მერია კი დღემდე გაზის გარეშეა. როგორც იქნა, მილები ჩაყარეს. ყველა ჭიშკართან მიყვანილია, მაგრამ შინ შეყვანას საშველი არ დაადგა. ახალ წლამდე დავასრულებთო, გვითხრეს ახლა. როცა შევიყვანთ, მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ. თორემ დაპირებას, ბარე ხუთი წელია ვუსმენთ და ვუცდით, _ გვეუბნება მერიის მცხოვრები აბესალომ ხინთიბიძე.

მერიაში ახალგაზრდები, განსაკუთრებით, უფროსკლასელები ინტერნეტიზაციის პრობლემებზე საუბრობენ, რადგან ახლა, ონლაინ სწავლების დროს, მრავალ ბავშვს, განსაკუთრებით უმცროსკლასელებს სწავლაში ხელი ეშლებათ:

_ ჩვენ, მეთორმეტეკლასელებს კიდევ არა გვიშავს _ თავის დროზე ვისწავლეთ. ახლა აქ ყველას გვაქვს ონლაინსწავლებაში ჩართვის საშუალება. თუმცა, ჩვენი სკოლის ბევრი მოსწავლე ვიცით, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი. როგორ უნდა ისწავლონ მათ? ეს ძალიან გვაფიქრებს, _ გვითხრეს მერიის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა: ნინო ნაკაშიძემ, ქეთი მახარაძემ, სოფო დიასამიძემ.

მერიელი მოსწავლეების უმეტესობას ინტერნეტი არ აქვს

სოფელ მერიაში, ცენტრალურ ადგილზე, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მგზავრთა მოსაცდელი აშენდა, ერთი დეპუტატობის კანდიდატის ფოტოა შემორჩენილი და ირგვლივ, ტერიტორია, ისევე, როგორც მოსაცდელი, ნაგვითაა სავსე. ცოტა მოშორებით კი, რამდენიმე მეტრში, უზარმაზარი ნაგვის ურნები დგას. აქვეა, კომუნისტური წეს-წყობილების დროს მოქმედ დაწესებულებათა შენობები, ნახევრად დანგრეული, გარემოს რომ უარესად ამახინჯებს, რომელთა დემონტაჟზე, როგორც ადგილობრივმა დავით ბუცხრიკიძემ გვითხრა, არავინ ფიქრობს:

_ ეგ შენობები ძალიან ძვირად ფასობს. აქ, როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთი, ზედა სართულის ფართს 5 ათას დოლარს აფასებენ. ვინ იყიდის? არადა, ეს ყველაზე უარეს ნაგვად ჩანს აქ. ისე, კი ხედავთ, ნაგვის ურნაში უბრალო ქაღალდს და ბოთლს არ ყრიან, აგერაა მოფანტული… რა ვიცი, ყველაფერი პრობლემაა, წყალი გვექნებოდეს და არაფერს დავეძებთ. როცა წვიმაა, კი არის ჭებში წყალი, მაგრამ ზაფხულში რაც გვჭირს, მწყურვალის გარდა, ვერავინ მიხვდება! _ გვითხრა დავით ბუცხრიკიძემ.

მოსაცდელი კედელზე ვასილ ჩიგოგიძის პლაკატით და იატაკზე _ ნაგვით

მერიის ცენტრს არც ნანგრევები აკლია და არც ნაგავი…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება

"გადავამოწმე და არც არავინ არ ჰყავთ თვითიზოლაციაში, ტყუილია ეგ" _ რა ხდება ზემოფარცხმაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026
ზაფრანი

რომელი მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

9:57; 9.02.2026
მსოფლიო

სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

9:53; 9.02.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო