https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დაფაზე ბავშვის ხელით ნახატი ყვავილი და მინაწერი – ამ ყვავილივით ლამაზი ხარ დედა… “

13:56; 7.08.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჟურნალისტი და ფოტოგრატი ოლიკო ცისკარიშვილი აგვისტოს ომის შესახებ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

მერამდენედ ვდებ… ალბათ, მთელი სიცოცხლე დავდებ, იმიტომ, რომ დღე არ გავა, არ გამახსენდეს:

არა, რვაში არ დაწყებულა ჩემი აგვისტოს ხუთი დღე, ექვს აგვისტოს დაიწყო, როცა ლეჩხუმის უმშვენიერეს სოფელ ლაჯანაში, მეგობრებმა ბავშვები დასასვენებლად წავიყვანეთ. მე, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად და მეგობარი ქმარ-შვილთან ერთად, დაგვპატიჟეს მარინა ლეშკაშელმა და მაკა ტერელაძემ.

ექვსში, უგრძელესი გზის შემდეგ, ისევ უკან, თბილისში, დაბრუნდნენ ჩემი ქმარი და მისი მეგობარი (ეს უკანასკნელი, მეორე დღეს, დილაუთენია, ვაშლოვანში სანადიროდ წავიდა და ომის დაწყება ვერც გაიგო). მეორე დღეს, უშველებელი სახლი დავასუფთავ-დავაწკრიალეთ, ბავშვებმაც დაგეგმვა დაიწყეს, როგორ გაეტარებინათ აგვისტოს ბოლომდე დრო – ზოგს მდინარეზე ბანაობა უნდოდა, ზოგს მთებში ხეტიალი… ასე გათენდა – დღე მესამე.

მეზობლები გვეუბნებიან, რომ ომი დაიწყო (ტელევიზორი არ გვაქვს, რა საჭიროა ტელევიზორი ან რადიო, როცა მთაში მიდიხარ დასასვენებლად). თბილისში ვერ ვრეკავთ… ვრეკავ ჩემს ქმართან, რომელიც სამხედროა – ვერ გავდივარ. ვერც ჩემს მაზლთან – ისიც სამხედროა. ვერც მეგობართან, რომელიც ვიცი მათთან ერთად იქნება… ისტერიკა მიპყრობს. საღამოს ჩემი მაზლი გვირეკავს, რამდენიმე წამით და გვატყობინებს, რომ ომში ყველანი ცოცხლები არიან…ჯერ ცოცხლები არიან. და ომის ხუთი დღე გადაიქცა ერთ დღედ. დიდებს თვალი არ მოგვიხუჭავს. ვუსმენდით თვითმფრინავების გადაფრენებს, გვესმოდა აფეთქებების ხმაც… სოფელში სინათლე ჩააქრეს, რადგან სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავენ და შეიძლება ასეთი სტრატეგიული ობიექტი “ლაჯანურჰესი” ყოფილიყო. ვიჯექით უკუნ სიბნელეში და ვცდილობდით ჩვენებს დავკავშირებოდით. ხანდახან მოკლე ტექსტურ შეტყობინებები გვატყობინებდა- “ცოცხლები ვართ”… ხანდახან… სამაგიეროდ, გვირეკავდნენ ყველა ქვეყნიდან, ახლობლები და მეგობრები, გვეკითხებოდნენ რა ხდებოდა საქართველოში,

გვამხნევებენ. რეკავს ჩემი ძმა ჰოლანდიიდან და მეუბნება, რომ ჩამოვა, ისიც დაიცავს სამშობლოს. ეს მართლა სიგიჟეა. მირეკავს ჩემი ბიძაშვილიც, დეიდაშვილიც, მამიდაშვილიც და არა გორიდან, გორიდან არ რეკავდნენ, ვერც ჩვენ ვრეკავთ… სრული საგიჟეთი იყო… თუმცა, ვცდილობდით, ბავშვებს არ გაეგოთ, თუნდაც ის, რომ ომი დაიწყო. ვცდილობდით – არ გამოგვდიოდა. 8 წლის ალექსანდრემ, ერთხელაც, როცა მორიგმა თვითმფრინავმა გადაგვიფრინა და ჩემს მეგობარს ისტერიული შეტევა დაემართა, სათამაშო ავტომატი დაშალა და “კატაპულტა” ააწყო, ამით, თვითმფრინავებს ჩამოვაგდებთო, გვამხნევებდა. 12-ში, როცა ბავშვებს მდინარეზე წასასვლელად ვამზადებდი, ალექსანდრე გაფითრებული შემოდის – დედა, გორი აღარაა, – მეუბნება, – დედა, მამა ცოცხალი აღარააა? – მეკითხება და კრიჭა ეკვრება, გონებას კარგავს… – მეზობელთან გადამძვრალს მოუსმენია, ერთ-ერთი საინფორმაციოსთვის, რომ გორი აღარაა.

გორი რომ აღარაა, ჩემმა მეგობარმაც იცის, თუმცა არ მეუბნება.

“ნუ, გეშინია, დედა, – ვეუბნები, – დავურეკავ ზაზას, ჩამოვა და წავიდეთ მამასთან… -ვამშვიდებ და ცოტა აზრზე მოდის…. გოგოები ოთახებში იკეტებიან და სახურავზე მსხლის ჩამოვარდნისას, ოთახიდან ეზოში ჩუმი კივილი გვესმის – ეშინიათ… ჩამოვიდა ზაზა. მარინა გვეწინააღმდეგება, არ უნდა ჩვენი გაშვება. ჩავლაგდით, მამასთან წავედით გორში. შემოვლითი გზით, რაჭისკენ ისევ გვესმის დაბომბვების ხმა. ჩავედით ცაგერში. უამრავი ხალხი გვხვდება _ ზოგი სვანეთში, ზოგი ლეჩხუმში ადის… მხოლოდ ჩვენ მივემართებით თბილისისკენ, გორისკენ… ქუთაისიდან გამოსულებს მანქანა გაგვიფუჭდა. პატრული დახმარებას გვთავაზობს – ვუარობთ, – სხვებს უფრო დასჭირდებით, ვეუბნებით. მივაღწიეთ გორს… ცარიელი ქუჩები, აფეთქებული გზები… დამწვარი ხეები… გორის შესასვლელთან ჯარისკაცი გვეუბნება, რომ არ შევიდეთ ქალაქში, მაინც შევდივართ. დაძაბული სიჩუმეა… გზაზე ტრაილერია გადაყირავებული, ძლივს ავუქციეთ გვერდი… შევნიშნეთ, რომ ქალაქიდან უნომრო მანქანები მიდიან. გამიკვირდა. “მამას” დავურეკეთ, გამოვიდა. არც ისე ხალისიანი, ალექსანდრე დაწყნარდა, – “მართლა ცოცხალი ყოფილა,” – მეუბნება. გორიც ადგილზეა. თბილისისკენ დავიძარით. სახლამდე ცოტა გვაკლია და მირეკავს – “გორი აიღეს, გადით ქალაქიდან. ახლავე გადით, ჩვენც გამოვაღწევთ”. “არ არსებობს, – ვფიქრობ, – არ არსებობს, არსადაც არ წავალ, ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა”.

მიშა მიმართავს ხალხს. ხალხი გარბის. ზოგი _ სად, ზოგი _ სად… გარბიან, გარბიან, გარბიან… “ვის უტოვებენ ქვეყანას,” – ვფიქრობ… დასავლეთისკენ გზა დაიკეტა… კაია, რომ გამოვასწარით… თუმცა, იქით დარჩენილები ჩვენზე ნერვიულობენ. ინტერნეტი არ მუშაობს, მეილზე ვერ შევდივარ… მაინც… მოგვიანებით, მე და ჩემი მეგობარი დევნილებთან ავედით, მეორმოცე სკოლაში. მე, ჩემი აპარატით, რომელიც დიქტაფონის როლს ასრულებს, ის თავისი ფოტოკამერით.

ხალხს ვიწერ. უნდა დავწერო, აუცილებლად უნდა დავწერო.. ვწერ… როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები სრულიად ხელცარიელნი, როგორ ჩააკვდა ერთ-ერთ ჩემს რესპონდენტს მეზობელი, რომელსაც ყუმბარის ნაგლეჯი მოხვდა მუცელში… მიყვებიან და მიყვებიან, ლამისაა გავგიჟდე და ვისმენ და ვისმენ… გულმა ვერ მომითმინა და მაინც გადავიღე ერთი კადრი – დაფის ქვეშ, ლოგინია, დაფაზე ბავშვის ხელით ნახატი ყვავილი და მინაწერი – ამ ყვავილივით ლამაზი ხარ დედა…

“ღმერთო, გააძლებინე ამ ადამიანებს” – ვფიქრობ…

მერე ვწერ იმ ახალგაზრდა ოს ბიჭს, რომელის ქართველ შეყვარებულს აქ გამოყვა. დაბომბვა სწორედ, მაშინ დაწყებულა, როცა მის ფანჯრებთან სიყვარულს უხსნიდა. მეტირება… ჩემს ახლობელს დავუკავშირდი, რკინიგზაში მუშაობს, ისიც ჩავწერე, მიყვება, როგორ მორბოდნენ ღამის საცვლებით, ფეხშიშველა ადამიანები და თავს აფარებდნენ მატარებელს… უკან მოვდივართ, მზიამ კარგი კადრები გადაიღო და ვფიქრობ, როგორ და ვის მივაწვდინო ხმა. მზიამ ფოტოები მომცა. უკრაინაში ახლობელს ახალი მეილი გავახსნევინე და მასალა ვაშინგტონში გადავუგზავნე, საერთაშორისო ორგანიზაციას, (გლობალ ინტეგრითთან რამდენიმე წელი ვთანამშრომლობდი. ვთხოვე თავიანთ გვერდებზე განეთავსებინათ ანაზღაურების გარეშე. უბრალოდ, იქნებ გაიგოთ, რომ ომია საქართველოში…) განათავსეს…
ბოლო-ბოლო, მოვიდა გიორგი, ჩემი მეგობარიც ჩამოვიდა…. გორიდან წამოსული. მან და რამდენიმე ადამიანმა ყველაზე გვიან დატოვეს გორი….. რატომ? ეს უკვე სხვა თემააა? ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც ისინი ასე გაწირეს… და ჩემს თვალწინ უნომრო მანქანებით ტოვებდნენ გორს, ეს მათ სინდისზე იყოს…

ღმერთო, მადლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხლები დაბრუნდნენ… ეს იყო ჩემი აგვისტოს ხუთი დღე.  – წერს ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილი.

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქარტია  ეხმაურება საინფორმაციო სააგენტოს CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტს

10:14; 10 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ევრონიუს ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

09:44; 10 იანვარი, 2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში ხანძარია – ვიდეო ადგილიდან

21:26; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9 იანვარი, 2026

სალომე ზურაბიშვილი - 1801, 1921, 1992, 2008 - ეს არის თარიღები, რომლებიც ყველა ქართველს სამუდამოდ ახსოვს

"გამორიცხულია, ამდენი სიყვარული დააგროვოს ადამიანმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში" _ გიორგი და საბა მატარაძეები

ყველა სიახლე

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

11:00; 10.01.2026
სამართალი

მოსამართლემ გადაწყვეტილება ილია თოფურიას სასარგებლოდ მიიღო

10:41; 10.01.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

10:32; 10.01.2026
საზოგადოება

ქარტია  ეხმაურება საინფორმაციო სააგენტოს CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტს

10:14; 10.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

9:53; 10.01.2026
საზოგადოება

“ევრონიუს ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

9:44; 10.01.2026
სამართალი

შვილმა დედა სცემა

9:34; 10.01.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში ხანძარია – ვიდეო ადგილიდან

21:26; 9.01.2026
საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9.01.2026
სამართალი

მოქალაქემ რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა

18:19; 9.01.2026
მსოფლიო

ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

17:17; 9.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო