ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე, რომლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარტყა, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
„ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმების შემდეგ, ვადასტურებთ, რომ ამ დროისთვის რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში არსებული სიტუაციის შესახებ დამატებით შეფასებებს წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა.