დაპირისპირება მოხდა ისრაელის პოლიციასა და მუსლიმ მორწმუნეებს შორის, რომლებსაც სურდათ ლოცვა იერუსალიმის ძველ ქალაქში, ალ-აქსას მეჩეთში – ამის შესახებ CNN წერს.
შეიარაღებული პოლიციელების ჯგუფმა დაკეტა სადარბაზოში შესასვლელი ქალაქის ლომების კარიბჭესთან, პოლიცია, მლოცველებს ხელკეტებით აგრესულად უპირისპირდებოდენ.
მორწმინეებმა CNN-ს უთხრეს, რომ მათ არ აუხსნეს მიზეზი, თუ რის გამოც მათ არ მისცეს უფლება მეჩეთში ლოცვაზე დასწრების.
მათ CNN-ს განუცხადეს, რომ თვლიდნენ, რომ „ოფიცრების განწყობა“ იყო გადამწყვეტი ფაქტორი. CNN შეესწრო უამრავ ინციდენტს, როდესაც ოფიცრები არბვევდენ ხალხს მას შემდეგ, რაც ისინი შესასვლელს მიუახლოვდნენ და ჰკითხეს, რატომ არ უშვებდნენ მათ მაჩეთში.
ამ გზით დაკავებული რამდენიმე ადამიანი ხანდაზმული ქალი იყო. CNN-ს აღნიშნავს, რომ არ უნახავს არც ერთი ადამიანი, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლას წამოიწყებდა ან ცდილობდა კომპლექსში შეღწევას.
პოლიციამ არ გასცა რაიმე კონკრეტული პასუხი CNN-ის კითხვებზე იმის შესახებ, თუ რატომ არ უშვებდნენ ზოგიერთ ადამიანს მეჩეთში.
ავტორი