დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმ ცხრა პირის სასამართლო პროცესი იმართება, რომელთაც მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევას ედავება.
“დარბაზიც სიმბოლურია, ჩვენ გავიმარჯვებთ!“- წერს ფეისბუქზე ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გივი ცინცაძე, რომელიც ერთ-ერთია, ვისაც ზემოთ ნახსენებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევას ედავებიან.
ირკვევა, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მე-5 სხდომაში იმართება.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს.
კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
სხდომა წუთიწუთზე დაიწყება და მას საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.