რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს. ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას “მეორე ფრონტი” საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე პოლონეთში ბელარუსის საზღვართან მდებარე სამხედრო კონტინგენტს.
„ამ ფაქტორების ერთიანობა არავის არ აძლევს მოსვენების უფლებას, ჩვენ არც ვისვენებთ, ამ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს ვითვალისწინებთ ჩვენ დაგეგმარებაში – სამხედრო-პოლიტიკურშიც, დიპლომატიურშიც, და სხვა მხრივადაც“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთმა დაინახა „მეორე ფრონტის“ გახსნაში საქართველოს ხელისუფლების ჩათრევის მცდელობები, მაგრამ ქვეყნის მთავრობამ „პასუხისმგებელი მიდგომა“ გამოავლინა და ასეთ ქმედებებზე უარი განაცხადა. ასევე, ლავროვის თქმით, იყო ცნობები, რომ მოლდოვისგან “მეორე, მესამე, ერთ-ნახევრიანი ფრონტის” შექმნას ცდილობენ.