სტიქიას ებრძვიან ლანჩხუთშიც _ მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში დაზიანებულია გზები, საყანე ფართობები. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ქარისგან ახდილია სახურავები.
ყველაზე რთული სიტუაციაა აკეთის და აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში,
რამდენიმე სოფელს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგია.
ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო შტაბი სოფლებშია გასული და მიმდინარეობს ზარალის აღწერა.