დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები- ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
„ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1,72. ვინაიდან ვხედავთ, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ, აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს, დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.