როგორც უკვე ვწერდით, ერთი პირი დაიღუპა და სამი დაშავდა ხობში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად.
“გურია ნიუსისთვის” გარდაცვლილის ვინაობა ხდება ცნობილი – როგორც წყარო გვიყვება, დაღუპული- გ.წ. 35 წლამდე ასაკის, მარტვილის მუნიციპალიტეტიდანა.
” დაწყევლილი გზაა!! ბოლო ათ დღეში, სამი ახალგაზრდა დაიღუპა. საშინელებაა”,-წერენ სოციალურ ქსელში. უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება.
უწყების პრესსამსახური დეტალების გარკვევას დაგვპირდა, თუმცა უკვე ოთხი საათია, პასუხს უშედეგოდ ველოდებით.































































