მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უარყოფენ.
„ესაა დეზინფორმაცია. ადამიანი, ვისზეც საუბარია ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, არც პრემიერ-მინისტრის მძღოლად მუშაობს, არც მისი დაცვის სამსახურში და არც – მთავრობის ადმინისტრაციაში“ – განაცხადეს „იმედინიუსის“ ინფორმაციით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.