სამეფო ოჯახს შორის დავაზე პირველი სხდომა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივიან და თვალთმაქცობასა და სამეფო გვარის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. ანა ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს გვარის გამოყენებით სამეფო ტიტულების გაყიდვას ედავება.
თავად დავით ბაგრატიონი მისი ყოფილი სიმამრის სამეფო წარმომავლობას აყენებს ეჭვქვეშ და მას დნმ-ის ანალიზის გაკეთებას სთხოვს.