ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავალი, შეუსრულებელი საბანკო ვალდებულებები, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები _ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა პრობლემები ლანჩხუთის მოსახლეობისგან მოისმინა.
პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნის გარდა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს პროგრამის პრიორიტეტბიც გააცნო.
პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდა, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარება და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსება ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც დავით ბაქრაძემ საზოგადოებას გააცნო.