ადიგნეში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად ჩავიდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძესთან საუბარში მოსახლეობა ამბობს, რომ რეგიონი ხელისუფლებისგან სრულიად უყურადღებოდ არის მიტოვებული. ადგილობრივებს მძიმე სოციალური ფონის, უმუშევრობის და გაჭირვების გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ.
“ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს მოსახლეობას ადიგენში, მთლიანად რეგიონში და ყველა ამ პრობლემის სათავე არის ის, რომ ხალხი არის უპატრონოდ.
ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანები, არ აინტერესებს მოსახლეობის გაჭირვება და არაფერს არ აკეთებს გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად.
სწორედ ამისთვის არის არჩევნები, რომ ყველამ ერთად შევცვალოთ ცხოვრება, ყველამ ერთად ქვეყანას მოვუტანოთ უკეთესობა, მოვუტანოთ მშვიდობიანი ცვლილებები, რომ პრეზიდენტის სახით ქვეყანას და ხალხს ყავდეს პატრონი, რომელიც ყოველდღიურად იმუშავებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და იმისთვის, რომ ჩვენ ხალხს და ჩვენს ხალხს და ჩვენ სამშობლოს ქონდეს ხვალინდელი საიმედო დღე“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ