,,ყველას ვთხოვ, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ყველამ უნდა გაიკეთოს“, _ ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ასტრაზენეკას“ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ და აღნიშნული ვაქცინით უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი.
„ის შემთხვევა, რის გამოც დანიაში, ავსტრიასა და რამდენიმე ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში შესასწავლად შეჩერდა პროცესი, დასკვნა გუშინწინ დაიდო. ითქვა, რომ ეს გართულებები და ერთი ფატალური შემთხვევა კავშირში არ არის ვაქცინაციასთან. ჯერჯერობით, ვაქცინაცია არის ერთადერთი ეფექტური საშუალება პანდემიასთან ბრძოლის. ყველას ვთხოვ, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ყველამ უნდა გაიკეთოს” – განაცხადა დავით სერგეენკომ.