გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. წუხანდელი ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. მოთხრილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 20-მდე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. ქარმა სახურავი ახადა ქალაქ ლანჩხუთში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსაც.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა მრავალბინიან კორპუსებს სახურავები ახადა. დაზარალდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის და ასევე ქალაქის მოსახლეობა.
სტიქიამ ზარალი მიაყენა ჩოხატაურსაც _ მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ქარმა კულტურის სახლს სახურავი ახადა. დანარცენი მუნიციპალიტეტის მსგავსად ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები.
ამ დროისთვის უცნობია რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად გურიას. როგორც ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მერიაშია გვითხრეს, შესაბამისმა კომისიემა ზარალის აღწერა უკვე დაიწყეს.