დედამიწა კოსმოსური შტორმის მოლოდინშია. გასული 24 საათის განმავლობაში მზეზე უჩვეულო აქტივობა დაფიქსირდა: ასტრონომებმა 18 საშუალო (M) და 3 მაღალი (X) კლასის აფეთქება დააფიქსირეს. მათ შორის ყველაზე საშიში X8.3 კლასის ალია – ეს არის 2026 წლის აბსოლუტური რეკორდი.
“აფეთქებების ტალღა” მზის ზედაპირზე
მეცნიერებმა მზეზე აღმოაჩინეს სწრაფად მზარდი და არასტაბილური არეალი, რომელსაც უკვე შეარქვეს “აფეთქებების ტალღა”. სწორედ აქედან წამოსულმა რადიაციულმა გამოსხივებამ უკვე გამოიწვია წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში რადიოკავშირის შეფერხება.
ულტრაიისფერი და რენტგენული გამოსხივების ნაკადმა დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების იონიზაცია მოახდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ “კოსმოსური ამინდი” უახლოეს დღეებში საკმაოდ რთული და ცვალებადი იქნება.
რას უნდა ველოდოთ 5-6 თებერვალს?
ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის პროგნოზით, დედამიწას G2 (საშუალო) დონის მაგნიტური ქარიშხალი დაატყდება. მიუხედავად იმისა, რომ მზის ნივთიერების ძირითადი მასა ჩვენს პლანეტას ასცდება, “გვერდითი დარტყმა” მაინც გარდაუვალია.
რა გავლენა ექნება ქარიშხალს?
ტექნოლოგიები: შესაძლოა დაფიქსირდეს მცირე ხარვეზები GPS ნავიგაციაში, თანამგზავრულ კავშირსა და ელექტროგადამცემ ხაზებში.






























































