დედამიწის მოსახლეობა უცხოპლანეტელთა არსებობაში უახლოეს 40 წელიწადში დარწმუნდება“, – თვლის ბრიტანელი ასტროფიზიკოსი მარტინ რისი. მისი თქმით, მეცნიერების განვითარება უკვე 2025 წლისთვის შესაძლებელს გახდის დავათვალიეროთ შორეული პლანეტები და გავარკვიოთ, ცხოვრობს თუ არა იქ ვინმე. „სიცოცხლის წარმოშობა, მისი არსებობის ადგილი და უცხოპლანეტელთა არსებობა-არარსებობა უახლოესი 40 წლის საკვანძო საკითხი იქნება“ – განაცხადა რისმა.
ის თვლის, რომ ადამიანი სულაც არ არის ევოლუციის მწვერვალი და არ გამორიცხავს, რომ დადგება პოსტადამიანური ერაც და შესაძლოა მაშინ მაინც გაეცეს პასუხები დღესდღეობით პასუხგაუცემელ კითხვებს.
გასულ წელს ასტროფიზიკოსი იმასაც უშვებდა, რომ უცხოპლანეტელები, შესაძლოა, „ახლაც აქ არიან“, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ ადამიანს არ შეუძლია მათი ამოცნობა. „პრობლემა ისაა, რომ ჩვენ საკუთარი თავის მსგავსებს ვეძებთ და ვვარაუდობთ, რომ მათ, როგორც მინიმუმ, აქვთ რაღაც მსგავსი ჩვენი მათემატიკისა და ტექნოლოგიისა. მე ეჭვი მაქვს, რომ სადღაც შეიძლება არსებობდეს ისეთი ცხოვრება და გონი, რომლის წვდომაც ჩვენ არ ძალგვიძს“, – განაცხადა მან.