დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, ნახევარსაათიანი ჩხუბი მოხდა. ჩხუბის მიზეზი გახდა, ნაციონალი დეპუტატის, დათო მჟავანაძისადმი „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატების მიერ, წინა დღის ამბების შეხსენება.
მჟავანაძე ამბობდა, რომ ერთ მედია საშუალებაში გამოქვეყნებული ნიუსი გააზიარა თავის გვერდზე, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატის ცენზზე იყო საუბარი.
ხმამაღალი ლაპარაკი ჩხუბში გადაიზარდა და მჟავანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ერთმანეთი კარგა ხანს ლანძღეს:
_ „ჩვეულებრივი გამყიდველი ხარ, კაცმა, რომელმაც ჭაობიდან ამოგათრია, გაყიდე“,_ ეძახდა მჟავანაძე.
_ „ნაძირალა ხარ, ხულიგანი, უზრდელი,“_ პასუხობდა ღურჯუმელიძე.
_ „ბიძინას გოშია ხარ, ჩვეულებრივი,“_ უკან არ იხევდა მჟავანაძე.
_ „მე ვარ გოშია ? ხულიგანი ხარ ჩვეულებრივი, კაცმა, რომელმაც სამი მილიარდი შესწირა ჩემს სამშობლოს, არ უნდა მომწონდეს?“_ ეძახდა ღურჯუმელიძე.