Developed By Web Features 2024 © All rights reserved
შეხვედრაში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომას ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს.
„შეხვედრაზე განიხილება ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევები. სამხედრო მეთაურები „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ პარტნიორებთან ავღანეთის მისიის შესახებ იმსჯელებენ. საქართველოსთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, თავდაცვის სფეროში რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე”, – ნათქვამია პრესრელიზში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება და ე.წ. არსებითი პაკეტის მომავალზე იქნება საუბარი.
NATO-ს სამხედრო კომიტეტი, სამხედრო მეთაურების დონეზე, წელიწადში ორჯერ ბრიუსელში იკრიბება, რათა ალიანსის ოპერაციებსა და მისიებზე იმსჯელოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved