დღეს ცნობილი ქართველი რეჟისორი, ზაზა ურუშაძე 54 წლის შესრულდებოდა.
ზაზა ურუშაძე 1999-2000 წწ. იყო სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004 წწ. კი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა” (1989), “აქ თენდება” (1998), “სამი სახლი” (2008), “დარჩი ჩემთან” (2011), “ბოლო გასეირნება” (2012), “მანდარინები” (2013); გადაღებულია ფილმში: “მე მოვედი” (1981).
მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“ წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული.
რეჟისორი 2019 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა.