ალან პო დაიბადა ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსი, დაბადების სახელი – ედგარ პო. ახალგაზრდა დაობლდა, როდესაც მამის ოჯახიდან წასვლის შემდეგ დედა გარდაეცვალა. პო აიყვანეს ჯონ და ფრენცის ალანებმა, რიჩმონდიდან, ვირჯინია, თუმცა ოფიციალურად არასდროს უშვილებიათ. ჩააბარა ვირჯინიის უნივერსიტეტში, რომელიც უსახსრობის გამო ერთ სემესტრში მიატოვა. ნებაყოფლობით წავიდა არმიაში, თუმცა წარუმატებლად დასრულდა მისი კურსანტობა ვესთ ფოინთში, რის შემდეგაც მისი და ალანების გზები გაიყო. საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო გამოქვეყნება, ანონიმური პოემების მცირე კრებულით – “თემურლენგი და სხვა პოემები“ (1827), გამოქვეყნდა “ბოსტონელის“ ფსევდონიმით.
შემდგომ გადაერთო პროზაზე და რამოდენიმე წელი იმუშავა ჟურნალებსა, პერიოდიკაზე. ცნობილი გახდა ლიტერატურული კრიტიკის საკუთარი სტილით. სამუშაომ აიძულა რამდენიმე ქალაქში ემოძრავა, მათ შორის ბალტიმორში, ფილადელფია, და ნიუ იორკში. ბალტიმორში 1835 წელს დაქორწინდა საკუთარ 13 წლის ბიძაშვილზე ვირჯინია კლემზე. 1845 წლის იანვარში გამოაქვეყნა პოემა “ყორანი“, რამაც მალევე მოიპოვა წარმატება.
ორი წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი მეუღლე. პო გეგმავდა საკუთარი ჟურნალის გამოშვებას,თუმცა მის გამოშვებამდე გარდაიცვალა, 1849 წლის 7 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში, ქალაქ ბალტიმორში; მიზეზი უცნობია და მიეწერება სხვადასხვა პრობლემებს: ალკოჰოლს, ტვინში სისხლჩაქცევას, ქოლერას, სხვადასხვა წამლებს, გულის ავადმყოფობას, ცოფს, თვითმკვლელობას, ტუბერკულოზს …
პომ თავისი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია როგორც ზოგადად ლიტერატურაზე აშშ-სა და მსოფლიოში, ისე სპეციალიზებულ სფეროებში, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. პო და მისი ნამუშევრები მოგვიანებით ფართოდ გამოჩნდნენ მთელს პოპ-კულტურაში: ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილმებში და ტელევიზიაში. მისი რამდენიმე სახლი დღეს უკვე სახლ-მუზეუმადაა ქცეული.