https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გადარჩება“_ გია ხუხაშვილი

13:12; 26.12.2018
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2018 წლის მთავარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით „გურია ნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო გია, 2018 წელი „ქართულ ოცნებასა“ და საზოგადოებას შორის ხაზგამყოფი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნებში საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ  დაუმტკიცა, რომ მმართველ პარტიას ხალხთან დაპირისპირება ძვირი უჯდება. როგორ შეაფასებდით 2018  წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს და რა ტენდენციებს გამოყოფდით ? 

_ 2018 წლის საარჩევნო ციკლმა აშკარა გახადა, რომ საქართველომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დაიხია. გარდა ამისა, გაზრდილია კორუფციული და სოციალური რისკები,  გამოიკვეთა მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი. ამ პროცესების შეცვლის მცირე იმედები გაჩნდა, რაც  პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის რეინტეგრაციას უკავშირდება. ქვეყანაში არსებული პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ინსტიტუციური და მართვის ცენტრები ერთმანეთთან აცდენილია. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით კი გაჩნდა განცდა, რომ  ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდოდა. პარტიული დისციპლინის დამყარების კუთხით პირველი ნაბიჯი  გადაიდგა, თუმცა სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტის მხრივ, ჯერჯერობით, კარგს ვერაფერს  ვხედავთ. საბოლოო ჯამში, 2018 წელს განვითარებული მოვლენების ბალანსი უარყოფითია და ძალიან ახლოსა იმ წითელ ხაზთან, რომლის გადაკვეთა მმართველ პარტიას ძვირი დაუჯდება.

_“ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა ექვს წელიწადში ვერაფერი გააკეთა და ერთ წელში შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოსწორებასო?! როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულების პერსპექტივა ამჟამად ჩანს?

_ ერთ წელიწადში ყველა პრობლემა ვერ გამოსწორდება. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირების შემდეგ, ქვეყანაში კარგს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობენ.  სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით სკანდალურია. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თამაშიდან გაყვანის მიზნით, ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ხელისუფლება საზოგადოებასთან გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, მათ შორის,  პარლამენტიდან მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი გაიწვია და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა. წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია და როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ საზოგადოებისთვის მიუღებელ არჩევანს  კიდევ ერთხელ გააკეთებს და „მიხეილ სააკაშვილის ეპოქის“ მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ განამწესებს?

_ჩვენ არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვაზე, „ქართული ოცნება“ მძევალია ამ მანკიერების და მასთან გარიგებაშია, თუ კიდევ აქვს სისტემის  გაჯანსაღებისკენ წასვლის პოტენციალი?! ამ ხელისუფლებას საზოგადოებამ, უარესის მოსვლის შიშით, ბევრი რამ აპატია. ჯერჯერობით,  მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მორალური უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით თითქმის დაკარგა, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მას კიდევ აქვს პროცესების გამოსწორების შესაძლებლობა. თუ „ქართული ოცნება“ ამ უბედურებაზე ხელს მოაწერს, მას ქვეყნის ისტორიაში სათანადო ადგილს მივუჩენთ.

_ შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალს ერთი წელია ეძებენ. ამასთან, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეც  ჯერ კიდევ გამოუძიებელია.  აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით  სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი გაქვთ?

_ ხელისუფლებას ამ საქმეების გამოძიება აღარ შეუძლია, რადგან თავად არის ამ სისტემის მძევალი. სარალიძის საქმეში იმდენი ხარვეზი იყო, რომ  სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, იგივე შეიძლება ითქვას მაჩალიკაშვილთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება პირველი პრეზიდენტის საქმეს, ეს ყოველთვის იყო პოლიტიკური იწილო-ბიწილოს თემა. ზვიად გამსახურდიას საქმე სპეკულაციად აციეს. სამწუხაროდ, ხუთი წელიც გავა ან საერთოდ დაივიწყებენ ამ საქმეს, ან საარჩევნო დივიდენდის მისაღებად, კიდევ ხუთი წლით გააგრძელებენ გამოძიებას. ის, რომ ზვიად  გამსახურდიას ან ზურაბ ჟვანიას საქმე გამოძიებული იქნება, მხოლოდ ილუზიაა.

_ მიხეილ სააკაშვილი გაზაფხულზე ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნებას აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტი არ მალავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის გზით სურს.  სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელება რამდენად რეალურია?

_თუ „ქართულმა ოცნებამ“  ქვეყნის განვითარება ასეთი ტემპით გააგრძელა, რა თქმა უნდა, სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისი ჩამოყალიბდება. პრობლემები, რომლებზეც ვსაუბრობ, დეგრადაციის ინდიკატორებია, რაც უსასრულოდ არ გაგრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური სცენარის ლიდერად ნაკლებად წარმომიდგენია.  არადამაჯერებელია, ქურდმა მუდმივად ხელი მეორე ქურდისკენ იშვიროს. ამ ბრძოლის ლიდერი ეს მოძრაობა ვერ გახდება.

_ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წლის შემდეგ, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკურ გუნდთან ერთად გადადგეს. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე დაბრუნებას აპირებს?

_ ბიძინა ივანიშვილი რას აპირებს, არ ვიცი და ამაზე ფიქრს არ დავიწყებ. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა გადარჩენის შანსი გაუჩნდეს და სახელმწიფოებრივადაც წინ წაიწიოს, ინსტიტუციური ძალის ცენტრები თანხვედრაში უნდა მოიყვანოს, ამის ერთადერთი საშუალება კი ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებაა. თუ ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ თავადაც იზარალებს, „ქართული ოცნება“ პერსპექტივას დაკარგავს და ქვეყანაც არ აღმოჩნდება კარგ მდგომარეობაში. ფაქტობრივად, სტაგნაციის პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026

უცნაური დონ პაბლო

სუს-მა ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო