უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ლადო კაკაბაძე ამერიკის მიერ ქართველო მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება და აშშ–ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს:
“უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ (“Somoza may be a son of a bitch, but he’s our son of a bitch.”). ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.
პ.ს. დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!? იმედია მეც დამასანქცირებთ!!!”
alia.ge