16 დეკემბრის დილა თბილისში “სამეზობლოს მარშით” დაიწყო.
მარშის მონაწილეები 8:00 საათზე მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: “სამეზობლო საქართველოსთვის!“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“, „არა ძალადობას!“.
დღის განმავლობაში კიდევ არაერთი მარშია დაგეგმილი.
ვრცლად ამ მარშების სია ასე გამოიყურება:
12:00 დაუჭირე მხარი ქართველი ხალხის ნებას! (უნგრეთის საელჩოსთან, ლვოვის ქ. 83)
12:00 – კურიერების მარში ( ჯანდაცვის სამინისტროდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე).
14:00 – ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველას! (ჯანდაცვის სამინისტრო. აკაკი წეწრეთლის გამზირი 144.)
15:00 – ხანდაზმულთა მსვლელობა (მეტრო რუსთაველიდან პარლამენტამდე)
16:00 – კინომატოგრაფთა და კინომოყვარულების მარში: საქართველო საფრთხეშია!
17:00 – ლიტერატურის მარში (ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.ივანე ჯავახიშვილის 7).
18:00 – მეცნიერთა მარში. (ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ა კორპუსიდან საქართველოს პარლამენტამდე).
19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან
20:00 – ჰოსთების მარში: უმასპინძლე ევროკავშირს! (რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედთან)