თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე. “კურიერის” ინფორმაციით, დაჭრილია შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი და მოკლულია მის სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი.
თავდასხმა დიღომში, დოდო გუგეშევილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, თავდამსხმელებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თავად დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
rustavi2.ge