დოლიძის ქუჩის კუთხეში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





























































