“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ლოტკინის დასახლებაში, სანავარდოს ქუჩაზე ავტომანქანა ბარდიურზე ავარდა და გაჩერებაზე მდგომ ადამიანს დაეჯახა.
წყაროს ინფორმაციით, პიროვნება ადგილზე დაიღუპა.
“გზა გადაკეტილი იყო. მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი”, გვითხრა წყარომ.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის მოპოვებას შსს-სგან ცდილობს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათეში მოხდა.