NBC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით , აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გამოაცხადებს.
როგორც ტელეკომპანიის ინფორმირებულ წყარო აცხადებს, დონალდ ტრამპი ორ ვარიანტს განიხილავს: ან 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, ან უფრო ადრე გამოაცხადებს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება, ასევე თეთრი სახლის ლიდერი, ჯო ბაიდენის თეთრ სახლში მიწვევას არ აპირებს და არც ტელეფონით დაუკავშირდება მას.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის გუნდი, რამდენიმე გადამწყვეტ შტატში სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.