ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს აფრთხილებს.
“არ მაინტერესებს, რას იზამს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა. ჩვენ ძალიან ცოტა საქმე გვაქვს ინდოეთთან, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ანალოგიურად, რუსეთი და აშშ თითქმის არ ეწევიან ერთად ბიზნესს. მოდით, ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს ჯერ კიდევ პრეზიდენტად თვლის, რომ დაუკვირდეს რას ამბობს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!”_ წერს დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
































































