ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების სასწავლებელში მიღების უფლება შეუჩერა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობისა და ანტისემიტიზმის მიზეზით შეწყვეტილია ჰარვარდის სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის სერტიფიკაცია.
„ჰარვარდს აღარ შეუძლია უცხოელი სტუდენტების მიღება და არსებული სტუდენტები უნდა გადავიდნენ სხვა უნივერსიტეტში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ იურიდიულ სტატუსს“, – ნათქვამია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.
„მათ არაერთხელ არ მიუღიათ ზომები ამერიკელ სტუდენტებზე უარყოფითად მოქმედი ფართოდ გავრცელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ახლა მათ მოუწევთ თავიანთი ქმედებების შედეგების წინაშე დადგნენ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, აბიგაილ ჯექსონმა CNN-თან ინტერვიუში.