გერმანია რუსეთს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუ დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას არ დათანხმდება.
„დრო არ იცდის. დღის დასრულებამდე 12 საათია დარჩენილი და თუ ცეცხლი ამ დროისთვის არ შეწყდება, ევროპა სანქციების მომზადებას დაიწყებს“, _ განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან კორნელიუსმა.