თბილისში მოკლული ყაზახი გოგოს ასელ აიტპაევას დედა საქართველოსგან ექსპერტიზის პასუხს ითხოვს და პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, დოკუმენტების მიწოდება დააჩქარონ.
მისი მტკიცებით, სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, არის თუ არა მისი მოკლული შვილი მურად მეირბეკოვის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
“მინდა საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვო, რომ დროულად მოგვაწოდონ ექსპერტიზის პასუხი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, არის თუ არა ჩემი შვილის სხეულზე მეირბეკოვის დნმ-ი. პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს ვერსია, რომ შეიძლება, სხვა ადამიანის დნმ-იც შეიძლება ფიგურირებდეს. უკვე 10 თვეზე მეტია გასული და ჯერ სასამართლოც კი არ გამართულა. ყაზახეთის მხარე ძალიან აჭიანურებს პროცესებს”, – ამბობს აისულუ აიტპაევა.