https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დავდივართ და ვცხოვრობთ ლაფსა და ტალახში! როდემდე გაგრძელდება ასე?!”

11:28; 18.02.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან დიდი თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურის კუთხით, ლანჩხუთის სოფლებში მაინც საკმაოდ მწვავე პრობლემებია, რაც ერთი მხრივ მიუთითებს გაკეთებული საქმის არაეფექტიანობაზე.

ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში, გახარჯული თანხები ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობას რეალურად აწუხებს. ამის მაგალითად ბევრი ფაქტის მოყვანაა შესაძლებელია, თუმცა, ამ ჯერზე ერთს დავჯერდებით.

ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ათეული წლებია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოფლებში მწვავედ დგას გზის პრობლემები და არის შემთხვევები, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები დაიხარჯა, პრობლემა კი მაინც მოუგვარებელი დარჩა.

ფაქტია, ამ დასახლების რელიეფი იმდენად დაბალია ზღვის დონიდან, რომ ნალექის მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც კი, გარკვეული დისკომფორტი იქმნება. შესაბამისად, ეს ფაქტორი თავიდანვე გასათვალისწინებელია და ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისგან განსხვავებით უფრო სპეციფიური და ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა უპრიანი.

ზუსტად ზემოთ თქმული ფაქტორის გათვალისწინებით თუ ჭკვიანურად არ დაიგეგმა სანიაღვრე არხების მოწყობა და სამუშაოები მხოლოდ მოვალეობის მიზნით არ შესრულდა, პრობლემა ყოველთვის მოუგვარებელი დარჩება.  ამის დასტურად, სხვადასხვა დროს, მერიის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეთა მიერ გაკეთებული კომენტარებიც გამოდგება:

“ვამაყობთ თქვენი გაკეთებული საქმეებით! გზა გვაქვს ისეთი საოცარი, რა გვაქვს საწუწუნო. ორი “ლაფათქა” მიწა ამოყარეთ და მაგაში დახარჯეთ, ხო, თორმეტი ათასი ლარი?! უნამუსობასაც ხომ საზღვარი?! აქ ვიძირებით ჭაობში, გზა არა, კვალი არა და აქ ყოყოჩობთ და მოგწონთ თავი. ამოცანა გვეკითხება, სად არის სანიაღვრე, რომელზეც დაიხარჯა გამოყოფილი თანხა?! იქნებ, მომასწროთ ცოტა რამის შეცვლა, ნაომარს რომ გავს ყველაფერი. გავლა შეუძლებელია, სამარცხვინო მდგომარეობაა, ვერც მანქანით გაივლი და ვერც ფეხით. დროა მიხედოთ ამ პრობლემას ყველამ ერთად”, _ წერენ ლანჩხუთელები.

სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის, ხიდმაღალას მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გაგონილს ნანახი ბევრად აღემატება, რა თქმა უნდა, უარესობის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ როცა “გურია ნიუსი” ადგილზე იმყოფებოდა, ორი დღის გამოდარებული იყო და მზიანი ამინდებიც იდგა, სოფლის გზა უზარმაზარი წყლის გუბეებით იყო დაფარული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ წყალი მხოლოდ პაპანაქება ზაფხულში შრება.

სოფლის იმ ნაწილში, სადაც მოსახლეობის თხოვნით, “გურია ნიუსი” იმყოფებოდა, სანიაღვრე არხი ან საერთოდ არაა, ან რაცაა, ისიც მოუწესრიგებელია და დამატებით პრობლემებს უქმნის მოსახლეობას.

“გუბეც არაა ეს, ტბაა, ტბა! ქათმები წყალში არ ჩაგვეხრჩოსო და იხვების მომრავლებას მივყავით ხელი. გადასარევად გრძნობენ თავს _ მთავარია, წყალი არ მოაკლდებათ.

საკუთარი თვალით ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ?! დარში რამხელა გუბეებია მთელს ქუჩაზე და წარმოიდგინეთ წვიმაში რა მდგომარეობაა აქ _ ეზოებში შემოდის წყალი. კატასტროფაა! ყელიანი რეზინის ჩექმა თუ არ ჩაიცვი, ისე სახლის ზღურბლს იქეთ ვერ გადადგამ ფეხს. ასფალტი და ბეტონის გზა კი არა, სანიაღვრე არხების გაკეთება გვაქვს სანატრელი, რომ ყოველი გაწვიმებისას წყალი ეზოებში არ გვივარდებოდეს და არ გვტბორავდეს.

სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ამ დღეში ვიყოთ ხალხი და ელემენტარული პრობლემების მოგვარებას ვითხოვდეთ. როდის ინებებს ჩვენი ხელისუფლება და სუფსასაც მოაქცევს ყურადღებას. გვითხრან მაინც! რა დანაშაული გვაქვს ამისთანა, წყალში რომ გვახრჩობენ, თუ საერთოდ არ ვართ ლანჩხუთის რუკაზე?! დავდივართ და ვცხოვრობთ ლაფსა და ტალახში, როდემდე გაგრძელდება ასე?! არჩევნების წინ ერთი მანქანა ხრეში მოიტანეს და ახლაც ისე ყრია, როგორც დატოვეს. ან მოხრეშვა რას შველის, თუ არხი არ გაიყვანეს წყალი რომ გაატაროს”, _ ამბობს უგზოობით შეწუხებული სოფელ ხიდმაღალას მოსახლეობის ნაწილი, რომელთა თქმითაც, მათი უბნის პრობლემის თაობაზე ადგილობრივი ხელმძღვანელობა კარგადაა ინფორმირებული.

“სოფლის დეპუტატმა თუ მერის წარმომადგენელმა კარგად იცის ჩვენი პრობლემის თაობაზე, ყველა საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული”, _ ამბობს მოსახლეობა.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში კი სოფლის ამ ნაწილში მცხოვრები დემურიების ოჯახია, რომელთა ეზოს შუაში სანიაღვრე არხი გაედინება. ავდარში არხი წყალს ვერ ატარებს, დემურიების ეზო წყლით იფარება და ფაქტობრივად, გამოუსადეგარი ხდება, რომ ზაფხულში ელემენტარულად ბოსტანი მაინც დათესო და რაღაც მოსავალი მოიყვანო.

დემურიების დატბორილი ეზო

“სოფლის სასაფლაოს ქვემოთ რაც ტერიტორიაა, იქედან ნაწრეტი ყველა წყალი ამ არხში მოედინება, რომელიც ჩემს ეზოში, სახლიდან რამდენიმე მეტრში გადის. საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ არხი წყალს ვერ ატარებს და ყოველი გაწვიმების დროს ეზო მეტბორება, ხშირად სახლშიც შემოდის წყალი. ერთხელ იყვნენ მოსულები, ტექნიკას ვერ შემოვიყვანთო და ბარითა და ნიჩბებით გაწმინდეს, მაგრამ მარტო ჩემს ეზოში. ეს არხი, ახალი ავტობანი რომ კეთდება, იქ გვირაბში უნდა გავიდეს, მაგრამ წყალს ვერ ატარებს და ნალექის დროს წყალი ჩემი ეზოსკენ მოდის. ალტერნატიული არხიც გაკეთდა ვითომ, მაგრამ პირიქით, ჩემთვის უარესი გამოდგა _ წყალს ისიც ვერ ატარებს და ყოველი გაწვიმებისას ის წყალიც ჩემს ეზოში ჩამოდის. მე ყველანაირ ვარიანტზე თანახმა ვარ, თუნდაც ალტერნატიული არხი გაკეთდეს, როგორც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე. ეზოების წინ გააკეთონ არხები, ან ჩემს ეზოში გამავალი არხი მოაწესრიგონ. მე ყველანაირ პირობაზე თანახმა ვარ, ოღონდ ეზო არ მეტბორებოდეს და წყალი სახლში არ მივარდებოდეს”, _ ამბობს ოჯახის უფროსი.

იგეგმება თუ არა ზემოთ ნახსენები პრობლემების მოგვარების მიზნით რაიმე ქმედითი ღონისძიებების გატარება, ამის გასარკვევად “გურია ნიუსი” უპირველესად სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს ლანჩხუთის საკრებულოში ია მოქიას დაუკავშირდა.

“მე, პირადად, მქონდა შეხება ამ უბნის მოსახლეობასთან. რთული სიტუაციაა სუფსაში ყველგან. იქ ნამდვილად ჩასატარებელია სამუშაოები _ სანიაღვრეებიც მოსაწესრიგებელია და გზის საფარიც. მართლაც კატასტროფულ მდგომარეობაშია. ვმუშაობთ, რომ რამენაირად მალე და მოკლე ხანში მოგვარდეს ეს პრობლემა. მერიაში ჩემგან მიწოდებულია ამის თაობაზე ინფორმაცია. როგორც კი გამოიდარებს, ამ უბანში, მინიმუმ, გზის მოხრეშვითი სამუშაოები დაიწყება.

სანიაღვრე არხებიც გაიწმინდება, სადაც ამის საჭიროებაა.

დემურიების ოჯახსაც აუცილებლად შევხვდები პირადად. ცნობისთვის, მოკლე ხანში მელიორაციასაც ველოდებით, დიდი არხებია გასაწმენდი, სწორედ ამ დიდი არხების გამო იტბორება ხიდმაღალა. ვფიქრობ, ცოტა მაინც მოგვარდება ამ წელიწადში რაღაცეები”, _ გვითხრა ია მოქიამ და მეტი დეტალის გასარკვევად მერიასთან გადაგვამისამართა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის თქმით, ამ მომენტისთვის ზემოთ ნახსენები პრობლემის მოგვარების თაობაზე კონკრეტულად რაიმეს თქმა ჭირს.

“ამ მომენტისთვის, კოვიდის გავრცელების გამო, ბევრი თანამშრომელი არ დადის სამსახურში, რომ რაიმე პრობლემა შევისწავლოთ და დასკვნები დავდოთ.

ზოგადად, სუფსაში ერთი გზის გაკეთება იგეგმება _ სადაც კატასტროფული მდგომარეობაა, ის ქუჩა აირჩევა. ჯერ პროექტიც არაა მომზადებული და კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება, ეს ქუჩა გაკეთდეს, თუ მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა იქ”, _ გვითხრა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

[sexy_author_bio]

სუფსა
გაზიარება31Tweet20Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9 სექტემბერი, 2026

კვიპროსში ქეცბაიასა და ლორიას გუნდის ავტობუსს ქვები დაუშინეს

საუკეთესო კულინარი ქალები

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო