Developed By Web Features 2024 © All rights reserved
მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის, “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” (თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) კონსულტაციებს და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებენ.
ბენეფიციარებს ასევე, უფასოდ დაურიგდებათ ფართო სპექტრის მედიკამენტები.
ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: სოფელი დუისი, ამბულატორიის შენობა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საერთაშორისო ასოციაციასთან “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა;
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.(R)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved