შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2022 წელს გურიაში 128 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
სტატისტიკის თანახმად, ფიზიკური ძალადობის 71, ფსიქოლოგიური ძალადობის – 116, ხოლო იძულების 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი რეგიონში 13 კაცი და 95 ქალი გახდა, მათ შორის 13 წლამდე ასაკის 3 ბიჭი და 5 გოგოა, ხოლო 14- 17 წლამდე ასაკის 1 ბიჭი და 3 გოგო, 18-იდან 24 წლამდე ასაკის 3 კაცი და 11 ქალი, 25- 44 წლამდე ასაკის 2 კაცი და 46 ქალი, 45-60 წლამდე – 1 კაცი და 15 ქალი, ხოლო 61 წელზე მეტი ასაკის 3 კაცი და 15 ქალია.
სტატისტიკის თანახმად, ძალადობა 82-მა კაცმა და 22-მა ქალმა განახორციელა. მათ შორის 14-17 წლამდე ასაკის 1 ბიჭი, 18-24 წლამდე ასაკის 3 კაცი და 1 ქალი, 25-44 წლამდე ასაკის 47 კაცი და 9 ქალი, 45-60 წლის ასაკის – 24 კაცი და 5 ქალი, ხოლო 60 წელზე მეტი ასაკის მქონე 7 კაცი და 7 ქალია.