https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ძალიან ცუდი პროგნოზი: “გურიაში სახნავ-სათესი მიწები ნიავდება”

9:36; 17.04.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

უკვე მრავალი ათეული წელია, როცა ხვნა–თესვის სეზონი ახლოვდება, ისედაც მცირემიწიან გურიაში, მუდამ ისმის კითხვა, რა ეშველება სახნავ–სათეს სავარგულებს? ყოველ წელს რომ უფრო და უფრო ნაკლები მიწა მუშავდება, იღონებს თუ არა რაიმეს ადგილობრივი თვითმმართველობა, ფერმერებთან ერთად, რომ მიწა დამუშავდეს, დაითესოს და გლეხს სარჩო ექნეს, მიწა კი ეკალ–ბარდმა არ “შეჭამოს“?

დღეისთვის, გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, სახნავ-სათესი მიწის ფართობების 60%-ზე მეტი დაუმუშავებელია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხუთი ათას ორმოცდაათ ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი სავარგულია და გასულ წელს, როგორც ადგილობრივი ფერმერები გვეუბნებიან, 1 300 ჰა დაითესა. თუმცა, როგორც ბევრს წარმოუდგენია, ამ მიწაზე მთლიანად სიმინდი არ დათესილა. უფრო სწორად აღნიშნული კულტურა მხოლოდ ნახევარზე ანუ 600 ჰა ფართობზე თუ დაითესა. დანარჩენზე კი ბაღჩეული კულტურები (კარტოფილი, ლობიო, სოიო…) დათესეს.

_ კომუნისტების დროს, რასაც ახლა ხშირად ვიხსენებთ, ოზურგეთის დიდ სოფლებში (ნატანები, შრომა, შემოქმედი, ბახვი, მერია…), რომლებსაც უზარმაზარი სახნავ–სათესი ფართობები ჰქონდა _ თითოეულს 200 ჰა–მდე, საუკეთესო ხარისხის სიმინდი ითესებოდა. მერე, როცა კომუნისტური წყობილება დაინგრა, კერძო საკუთრებაში ბევრი მიწა მოექცა, ნაწილი გაიყიდა, ნაწილზე ახლაც სხვადასხვა აგრარული კულტურები ითესება. უმეტესად კი დაუმუშავებელია და ნახევარზე მეტი ეკალ–ბარდის ქვეშ ექცევა. ძალიან მალე სახნავ–სათესი სავარგულები, რომლებიც ასე ნიავდება, დაუმუშავებლობის გამო, სრულად იქნება დაფარული ჯაგნარით. ამიტომ არსებობს ერთი გამოსავალი. ადგილობრივი თვითმმართველობის და ფერმერების ერთობლივი მოწადინებითა და შეთანხმებით უნდა მოხდეს მუშაობის დაწყება.

კერძოდ, უნდა დაეხმარონ ხალხს ან სოფლის პროგრამის ფარგლებში, ან რაღაც გზა გამოიძებნოს, რომ მოხდეს საყანე ფართობების შეღობვა. უჭირს ხალხს დათესვა. ყველას ძალიან უნდა, რომ საკუთარი ყანა ჰქონდეს, თუმცა, ვერ ღობავს, ვერ თესავს, ვერ ამუშავებს სათანადოდ და ხელი ჩაქნეული აქვს, _ამბობენ, ოზურგეთში, “ლიბერთი ბანკის” წინ თავმოყრილი სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები, _ნუგზარ შავაძე, ნიკოლოზ ბერიძე, ვალოდია სალუქვაძე და სხვები, რომლებიც აქ თხილის პროგრამით გათვალისწინებული ვაუჩერის მისაღებად არიან მოსული და არანაკლებ აწუხებთ საყანე ფართობების ბედიც.

_ ამ ეტაპზე  გურიაში სახნავ–სათესი მიწები ნიავდება. სხვა სახელს ვერ დაარქმევ ამას, რადგან როცა წლები გადის, ვერ თესავს ადამიანი და ეკალ–ბარდი თანდათან იკიდებს ფეხს. ამაზე დიდი პრობლემა რა უნდა იყოს? ახლა თვითმმართველობის ორგანოებმა და ფერმერებმა ერთადერთი მიზანი უნდა დავისახოთ _ მოხერხდეს საყანე ფართობების შემოღობვა, რასაც გლეხი ვერ ახერხებს. ვიღაც იტყვის, სულ ამაზე არის საუბარი და რომ სურდეთ, კი მოებმებოდა თავი. ალბათ, არაა საჭიროო… გეტყვით, რომ უფრო საჭირო არაფერია, თუ გვინდა, რომ სოფელი შევინარჩუნოთ და ცოტა უმჯობესი ეკოპროდუქტი გვქონდეს.

ჩვენს ირგვლივ ყოველ წელს მეტი და მეტი გავერანებული ადგილი ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა მოცვი დარგო, ზოგმა კიდევ სხვა კულტურა, მაგრამ ისედაც მცირემიწიან გურიაში, არსებული სავარგულები ტყიურდება. მაინცდამაინც ის დრო უნდა დადგეს, კომუნისტები რომ ჩეხავდნენ ეკალ–ბარდს და ჩაის გაშენებისას სიმღერები იწერებოდა, მგლისა და ტურის საბუდარი გავანადგურეთ და ჩაის კულტურა გავაშენეთო? საით მიგვყავს საქმე? _ გვეუბნება სწავლული აგრონომი და გამოცდილი მეურნე ელდარ თავაძე.

_ ბაზარში რომ შეხვალ, სამი წელია, სიმინდის კაკლის თუ ფქვილის ფასი არ შეცვლილა. ფქვილი სამი ლარი ღირს ერთი კილოგრამი, სიმინდის მარცვლის ფასი კი 1-1,50 ლარამდე მერყეობს. რაშია საქმე? შემოაქვთ, ბატონო, სიმინდი და ფქვავენ. გასულ წელს ხმაც კი გავარდა, ძველი, ვადაგასული სიმინდი შემოიტანეს, დაფქვეს და იმიტომ არის ბაზარზე გამოტანილი უგემური სიმინდიო. მე თუ მკითხავ, მართლაც უგემურია, რაც იყიდება და მჭადის გემო, აი, კარგი გემო, სანატრელი გახდა. რაღაც უნდა ვიღონოთ და მომდევნო წლიდან მაინც, სოფლის პროგრამების ნაწილი მიიმართოს საყანე ფართობების შემოსაღობად. მთლიანად რომ ამ საქმეს მოხმარდეს, ესეც დასაშვებია. გარდა ამისა, დგას სათესლე მასალის პრობლემა. ახალი ტექნოლოგიები არ გამოიყენება, ძველი თესლი კი არ იძლევა მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს. ტექნიკა არ არის. ანუ თვითღირებულება მეტი გახდა, ვიდრე არსებული საბაზრო ფასი. რა ხეირია? პროდუქცია კი შემოაქვთ, მაგრამ ყველა ხვდება, რომ უგემურია. მოკლედ, ამ ყველაფერს შველა სჭირდება. თვითმმართველობის ნება უნდა იყოს. მეტად უნდა გააქტიურდნენ სოფლებში მარჯვე ადამიანები და საკითხი დასვან, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეს ყველა ერთად, _ გვეუბნება მეურნე ზურაბ ურუშაძე.

_ რაც სოფელში ვცხოვრობ, არ მახსოვს, ყანა არ დამეთესოს. წელსაც უნდა გავიჭირვო და დავთესო. ნამდვილად მეტი მიჯდება, რასაც ვიწევ, თუმცა, მიხარია, რომ ჩემი მაქვს და არ მეშინია, უვარგისი არ ვჭამო. ის კი არ ვიცი, გაისად დავთესავ თუ არა. ძალიან ჭირს უკვე. არსად ტექნიკა არ არის. უნდა ეძებო და ძლივს მოახერხებ, რომ ტრაქტორისტი ან აჭარიდან მოიყვანო, ან სადმე, აქ, დიდი ლოდინის შემდეგ, იპოვო. ყველაფერი გაძვირებულია, მუშახელის ჩათვლით და ის მუშახელიც არ არის, _ გვეუბნება სოფელ ჭანიეთის მკვიდრი როლანდ ქიმუცაძე.

აღსანიშნავია ერთი გარემოება _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ბიზნესმენებს, ბევრს არა, მაგრამ ნაწილს დათესილი ჰქონდათ 50 ჰა-მდე ფართობი. ახლაც აქვთ დახნული, თესვა კი ჯერ არ დაწყებულა. ერთის მხრივ, ასეთი მიდგომაც კარგია _ ადგილობრივი ნაწარმი ადგილზე გაიყიდება, ხარისხიც უმჯობესი იქნება და მყიდველი თუ გამყიდველი არ დაზარალდება.

მიწის მესაკუთრეთა უმეტესობამ უარი განაცხადა ერთი კონკრეტული პირისთვის სახნავ-სათესი სავარგულების იჯარით თუ სხვა პირობით გადაცემაზე.

_  გვითხრეს, რომ ყველას ერთად გადაგვეცა სახნავი ფართობები, თუმცა, ვერ შევთანხმდით. მოგეხსენებათ, გურია მცირემიწიანია და ერთ მესაკუთრეს, ხშირად ერთ ჰა–ზე მეტი ფართობი არ აქვს. მრავალი მესაკუთრე კი რატომღაც არ დათანხმდა ასეთ წინადადებას _ ამჯობინა ეკალ–ბარდში დაეტოვებინა საკუთრებაში არსებული მიწა, შედეგი კი სახეზეა. თუ შეთავაზება არ მოგწონს, მშრომელმა ადამიანმა რაღაც გზა უნდა გამოძებნო, თავსაც მიხედო და მიწასაც. ასე გაგრძელება არ შეიძლება _ რამდენიმე წელიწადში ეს ძალიან ცუდ შედეგს მოგვცემს, _ გვეუბნებიან სოფელ ლიხაურის მცხოვრებლები ნუგზარ დონაძე და მალხაზ ღაჟონია.

მოსახლეობას მიაჩნია, რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მოხერხდეს პრობლემის მოგვარება. არსებობს აგროკრედიტი, თუმცა მიწის მესაკუთრეთა ფართობების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება აღნიშნული კრედიტის გაცემა.

_ არსებული წესი მორგებულია აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებლებზე, სადაც მიწის დიდი ფართობები აქვთ საკუთრებაში. ჩვენთან მოსაძებნია სხვა მიდგომა. ამაში კი უდიდესი როლი თვითმმართველობამ უნდა შეასრულოს. სოფლის პროგრამის ფარგლებში ადრე ხდებოდა მსგავსი რამ. ეს კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გამხდარიყო, უნდა დახვეწილიყო. მოხდა ისე კი, რომ მთლიანად ამოიღეს მიწის დამუშავების თუ შეღობვის საკითხი და ახლა მხოლოდ ბეტონის საფარიანი მონაკვეთების კეთებაზეა აქცენტი. ყანები კი დაგვავიწყდა. ეს საკითხი ხალხმა უნდა დასვას, საკრებულოში პეტიცია უნდა შევიდეს. მიმართვის ფორმები სხვადასხვაგვარია, თუმცა, პეტიცია ყველას აჯობებს, მგონია. ბევრს აქვს ასეთი აზრი. როგორც ჩემს, ისე მეზობელ სოფლებში, _ გვეუბნება მაკვანეთის მცხოვრები ვანო ბაბილოძე.

რამდენად მოსახერხებელია ეს ყველაფერი ამ სეზონზე, ნაკლებად სარწმუნოა. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, მომდევნო წლიდან მაინც, ამ საკითხზე ყველამ ერთად უნდა იფიქროს და დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედეგს მიაღწიოს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

“რომ გადარჩენილიყო, ამ ამბავს გადაჰყვებოდა… ყველა იმ გოგოს ვტირით” – რას ჰყვებიან წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპულ ტაქსისტზე

13:14; 4 იანვარი, 2026

ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ხილი

ღვიძლის ჯანმრთელობისათვის მავნებელი ჩვევები

ყველა სიახლე

სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4.01.2026
სამართალი

“ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!” _ რას წერს ავარიის შედეგად დაღუპული გოგოს და

14:30; 4.01.2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4.01.2026
საზოგადოება

“რომ გადარჩენილიყო, ამ ამბავს გადაჰყვებოდა… ყველა იმ გოგოს ვტირით” – რას ჰყვებიან წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპულ ტაქსისტზე

13:14; 4.01.2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4.01.2026
საზოგადოება

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”– შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

10:51; 4.01.2026
საზოგადოება

გურული ისტორიები

10:21; 4.01.2026
საზოგადოება

კობახიძე – ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის ილია მეორეს სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა

10:13; 4.01.2026
ზაფრანი

ბედის ირონია

9:59; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო