დროა დაემშვიდობოთ შაქარს – შაქარი, როგორც კბილებისთვის, ასევე ღვიძლისთვისაც მავნებელია. ჩვენი შიდა ორგანოები ცხიმების გამოსამუშავებლად იყენებენ ფრუქტოზას სახელწოდებით ცნობილ შაქარს. გადამეტებულად რაფინირებული შაქარი იწვევს ორგანიზმში ცხიმგროვას, რომელიც ღვიძლის დაავადების საწინდარია. უახლესი კვლევების თანახმად, შაქარი ალკოჰოლზე არანაკლებად აზიანებს ღვიძლს, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, რომ შაქარი მხოლოდ ზომიერად მივიღოთ.
უფრთხილდით მცენარეული დანამატებს – ხშირად ხედავთ მედიკამენტებზე წარწერას -„ბუნებრივია“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ეს მედიკამენტები ექიმის გარეშე უნდა მიიღოთ – აუცილებლად გაითვალისწინეთ!
ნუ შეეფარებით წონას – ღვიძლის პრობლემა როგორც გამხდრებში, ასევე ჭარბწონიანებშიც ხშირად შეიმჩნევა. გადაჭარბებულმა ცხიმგროვამ შესაძლოა ღვიძლის ციროზის დაავადებამდე მიგიყვანოთ. სწორი დიეტა და ვარჯიში ხელს უწყობს ღვიძლს ნორმალურად მუშაობაში.
არ შეიძლება გადამეტებული A ვიტამინი – ხილის სახეობების უმეტესობა შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა არა გადამეტებული რაოდენობით. აქედან გამომდინარე სანამ ექსტრა A ვიტამინის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიიღეთ ექიმისგან რეკომენდაცია.