ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა.
დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას ადამიანი დროის დიდ ნაწილს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს. სწორედ ამ ფაზაში ესიზმრება მას კოშმარები.
ოქსფორდელმა მკვლევარებმა 846 ადამიანის ძილის ხანგრძლივობა და სიზმრები გააანალიზეს. ექსპერიმენტის მსვლელობისას ითვალისწინებდნენ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე კოშმარების სიხშირესა და სიმძიმეს, სტრესს, შფოთვას, პარანოიას, ჰალუცინაციებსა და ალკოჰოლის მოხმარებას.
აღმოჩნდა, რომ პარანოია, შფოთვა, ჰალუცინაციები პირდაპირ იყო დაკავშირებული კოშმარების სიხშირესა და სიმძიმესთან. თავისთავად კოშმარები არღვევს ძილს და აძლიერებს უკვე არსებულ ფსიქიკურ პრობლემებს.
ადრე ჩატარებული კვლევებისაგან განსხვავებით, ბრიტანელმა ექიმებმა ვერ გამოავლინეს კავშირი კოშმარებსა და ალკოჰოლის მოხმარებას შორის.