ძლიერმა ქარიშხალმა ჰოლანდიასა და გერმანიაში სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია.აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქარიშხლის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს 8 ადამიანი, მათ შორის 2 მაშველი ემსხვერპლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შტორმმა პოლონეთისკენ გადაინაცვლა.