უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა.
„თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა ზოგ რაიონში. ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანში, ასევე, არის ქუჩები, სადაც მოხდა ხეების დაზიანება, დაიტბორა სივრცეები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. მე მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და დეტალურად მივაწვდი საზოგადოება ინფორმაციას”. _ ამბობს დედაქალაქის მერი.