ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ერკეთის მცხოვრები, პოეტი მამუკა უნგიაძე ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს. ის ეხმიანება ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში პროდუქტებზე ფასების მატებას.
მამუკა გურულ იუმორში აღწერ ამ ამბავს.
“ჩოხატაურის ბაზარში ერთი კილო ყველი 13 ლარი ღირს! ნადუღი _ 6 ლარი! სულგუნი 20 ლარი! ძროხამ ისე დეიფასა თავი, აწი ძროხას ვეღარ დუუძახებ!
ხარის წელი მოდისო და ფეისბუქი აჭრელებულია ხარის სურათებით. ასობით მოწონება აქ! _ რაია კი მარა? რა გაგიკვირდენ და რა ნახეთ ხარში ამფერი გასაკვირი და მოსაწონი?! ხარი ან მისი სურათი მაინც არ დაგინახიენ?! სახლში არ შეიყვანოთ ხარი და მაგას არ ვჩივი კიდომ! ძეგლი დუუდგით ბარემ, ძეგლი!
სანთელის დანთება არ დაგავიწყდენ! უყვარსო! ახლა, ქლა ხარზე ნუ ილოცებთ და რაცხა გინდებიენ იგი გიქნიენ!!!“ _ წერს მამუკა უნგიაძე.