ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ეკონომიკის მინისტრი იმყოფება. ადგილობრივებთან საუბრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ამ სოფლის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაზიფიცირება მალე მოგვარდება.
მინისტრის თქმით, ერთ თვეში პროექტირება დაიწყება:_ ერთ თვეში დაიწყება პროექტირება და 12 თვეში ყველაფერს დავანთავრებთ, _ აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, გაზიფიცირება მთლიანად შრომის თემს მოიცავს, რომელშიც 6 სოფელი შედის.