“გურია ნიუსის” ინფორმაციით ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. უწყებაში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ , თუმცა ჩვენი ინფორმაციით მალე საგანგებო განცხადება გაკეთდება.
ჩვენი წყაროს თქმით, კობალაძემ ქრთამი ერთ-ერთ მოქალაქეს კონკრეტული ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ გამოართვა.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში კობალაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე კი ამბობს, რომ მომხდარით გაოგნებულია:
_არაფრის თქმა არ შემიძლია. გაოგნებული ვარ მომხდარით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიორიძემ.