ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2 ” მფლობელობაში დღეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეთავაზებას, მიჰყიდოს “რუსთავი 2”-ის კოლექტის ტელევიზია, “გურია ნიუსთან” პასუხობს:
“გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას.
ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქიბარ ხალვაშმა.
მისივე თქმით “არც გვარამიაა მოლაპარაკებების მეტრი”
_ ვიცით, რომ მილიონები მისთვის minor issue არის ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ დაავიწყდათ რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს.
_ ბატონო ქიბარ, არც იმას ივიწყებენ და გახსენებენ, რომ თავის დროზე, თქვენც სხვისგან წართმეული მიიღეთ…
_ წამრთმევი ვინ იყო? დასაჯონ გვარამია და მიშა. ვის რას აბრალებენ? თავიანთ მიშას ჰკითხონ.
_ ფიქრობთ, რომ ეს სამართლიანობის აღდგენაა?
_ ეს უსამართლობა არ არის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქიბარ ხალვაშმა.
ამავე თემაზე: ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს მიმართავს: “გადაეცით “რუსთავი 2″ მის კოლექტივს”