თბილისში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ვაზისუბნის დასახლებაში მოქალაქე ელექტრო სადენების ღია წესით წვას ახდენდა.
შედგა შესაბამისი საჯარიმო ქვითარი.