თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილსთვის და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ორი განაყოფისთვის მხარდაჭერას არ აპირებს. მისი თქმით, კანდიდატი, რომელიც გაპრეზიდენტებას იმსახურებს, დავით უსუფაშვილია. აღნიშნული ელისაშვილმა ,,TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
,,რა თქმა უნდა, ამ არჩევნებში ულვაშებგაპარსულ სერგო ორჯონიკიძეს, იგივე სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დავუჭერ. ,,ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დავუჭერ, არც მეორე ,,ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. ერთადერთი რჩება ადამიანი, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, სხვა კანდიდატებზე ათი თავით მაღლა დგას, ეს არის უსუფაშვილი“, _ განაცხადა ელისაშვილმა.