ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ქვენობანში დავით კვაჭანტირაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ეპიდემიოლოგებმა სოფელში დაიწყეს ყველა იმ პირის შემოწმება, რომლებიც უკვე არის აღრიცხული.
ინფორმაციისთვის, ჩოხატაურში კორონავირუსი დადასტურდა _ დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პირველადი ტესტირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დავით კვაჭანტირაძე ამბობს, გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სტუდენტია.
„იმედია, რომ მხოლოდ ამ ერთი ფაქტით ამოიწურება კორონავირუსი გურიაში“,-აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დავით კვაჭანტირაძემ.
„გურია ნიუსს“ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს გოგო დაბადების დღეზე იმყოფებოდა ოზურგეთში, რაზეც კვაჭანტირაძემ გვიპასუხა:
„ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ბათუმში მომხდარი ფაქტი. გოგო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „დონაში“ იმყოფებოდა“.
ამავე თემაზე:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან