,,ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) „ქართული ოცნების“ მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ,,Twitter”-ზე გამოეხმაურა, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციისა და დაფინანსების შეჩერებას ეხება.
,,ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გააგრძელოს სვლა ევროკავშირის ღირებულებებისკენ და პოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდნენ.
,,საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს.
,,ევროპის სახალხო პარტია“ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 1/3-ი უჭერს მხარს,“ – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით მიიღოო კანონპროექტი, რომელიც ეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და ნაციონალური მოძრაობისთვის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას.