თურქეთის პრეზიდენტის, რეჯედ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აის-სოფიას მეჩეთედად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა, _ ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „aberinadresi“-ი ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ თემაზე საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები თურქეთის უფლებების შელახვაა.
,,თურქეთის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩვენი სუვერენული უფლებების შელახვას წარმოადგენს. თურქეთი ყოველთვის დაიცავს მუსლიმთა, ქვეყნის რელიგიური უმრავლესობის უფლებებს. ამავე დროს, ჩვენ დავიცავთ ნებისმიერი აღმსარებლობის მოქალაქეებს. თურქეთის ტერიტორიაზე 435 ეკლესია და სინაგოგა მოქმედებს. რელიგიური უმცირესობების სამლოცველოების მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ამიტომ მსგავსი ბრალდებები სიმართლისთვის ზურგის შექცევაა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა, მიმდინარე წლის მარტში მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფიამ, შესაძლოა, მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი თურქეთს მოუწოდა, ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს. აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო უწყებამ გააკრიტიკა.
სტამბულში მდებარე წმინდა აია-სოფიას ტაძარი კონსტატინეპოლიში, ქრისტიანულ სამყაროში ათას წელზე დიდხანს ყველაზე დიდ ითვლებოდა. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა, 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა, რომელიც იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.