ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ერთი თვის წინ დახურული საკანალიზაციო ჭის თავსახურები ისევ მოიპარეს, – ამის შესახებ “მოზაიკას” ადგილობრივებმა უთხრეს.
“იყვნენ მოსულები წყალმომარაგების კომპანიიდან, სადაც ახდილი იყო და წაღებული, იმათ დააფარეს. დღეს გავიარე და ისევ წაღებულია, ალბათ ღამე ხდიან და მიაქვთ”, – გვითხრეს ადგილობრივებმა.
წყარო: მოზაიკა